პროექტი: ,, ჩვენი სკოლის გამწვანება“
ავტორი - ნატალია ჟორჟოლიანი
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - 9
პერიოდი -01.05-21.05.2019წ.
თემის აქტუალობა -  ჯანსაღი სასკოლო გარემო კარგად მოწყობილი საკლასო ოთახების გარდა სკოლის ეზოს მოწყობასა და გამწვანებასაც გულისხმობს. პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ  გარემოს დაბინძურება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ  ჩვენი სოფლის მოსახლეობას, არამედ მსოფლიოში  გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული თუ რა მავნე ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს, გარემის დანაგვიანებით გამოწვეულმა  პრობლემებმა  ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე თუ დროულად არ დავიწყებთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებსა და მათ მშობლებში  თავადაც შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს, რისთვისაც დროული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
თანამედროვე ადამიანისთვის პრიორიტეტი  პირადი ინტერესებია, ამიტომაც ახალგაზრდებისათვის ხშირად ძალიან რთულია პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის თვისების აღმოჩენა. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებებოს განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ თვისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ  მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი მშობლები არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების   მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
 პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპზე  ვაბარებთ მაკულატურას და მიღებული თანხით/ან გაცვლით შევიძინოთ ნერგები;
3.III ეტაპზე ვრგავთ და ვუვლით  ნერგებს და ყვავილებს;
4.კლასის მოსწავლეები/მშობლები პროექტში ჩართავენ სხვა კლასის/კლასების მოსწავლეებსა და მშობლებს, სკოლის თემის ჩართვით სკოლაში მოეწყობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის: მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, ხეების დარგვისა და საქველმოქმედო ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
მაკულატურა, ნერგები, ელექტრონული - Word  Excel  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული მაკულატურის რაოდენობით;
2.დარგული მცენარეების რაოდენობით;
3.საქველმოქმედო დახმარებაში აქტივობით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი, პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.
პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
01.05.19;
02.05.19.
03.05-07.05.19;
08.05.-10.05.19;
13.05.-17.05.19;
19.05.-20.05.19;
21.05.19;
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

  X
 
  



3. პროექტის სამი ეტაპის: მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, ხეების დარგვისა და მოვლა.  საქველმოქმედო ნაწილის (პროდუქტის შეგროვება-დარიგების) პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;



X






  


4.ინტერვენცია-
მაკულატურის შეგროვება-ჩაბარება



X



         
5.ნერგების შეძენა-დარგვა





X



6.ყვავილების მოვლა




Х


7.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;





X

18. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X

პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ  ,,....“ მისამართზე :

21.05.2019წ.













 
პროექტი: ,, ჩვენი სკოლის გამწვანება“

ავტორი -ნატალია ჟორჟოლიანი
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - 9
პერიოდი -01.05.- 21.05.19წ.

 რეფლექსია:
 პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებისა და განსახორციელებელი ამოცანების თემების წარმოჩენას. კითხვარი დარიგდა მოსწავლეებსა და მშობლებში.  მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა, რომ მოსწავლეები სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, გაამწვანონ სკოლის ტერიტორია, გაუფრთხილდენენ თავიანთ ეზოს და  სკოლას.
კალენდრით მითითებულ ვადებში  კლასის მონაწილეობით შეაგროვეს 41 კგ მაკულატურა, ჩააბარეს ,იყიდეს 2 ძირი  ხის ნერგი, დათესეს და მოიუარეს ყვავილებს, დაალადეს და მოუარეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.  ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ყვავილები,რათა  ეზრუნათ სკოლასა და ეკოლოგიაზე. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
დავალაგეთ ტერიტოტია , დავრგეთ   სეზონური ნერგები  სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეები სიხარულით მონაწილეობდნენ აქტივობაში და თვალსაჩინო იყო, რომ მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
მესამე ეტაპი იყო სკოლის ტერიტორიის მოვლა და ყვავილების დარგვა. განსაკუთრებულად აქტიურნი იყვნენ მოსწავლეები ...
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში, შესრულებულია. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა და განმეხორციელებინა პარალელური ან დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ  ,,  .... “ მისამართზე :
https://....
....
 21.05.19წ.


Comments

Popular posts from this blog