სოციალური
პროექტის სახელწოდება: ,,სიკეთე გადამდებია“
პროექტის მონაწილეები: დაწყებითი
საფეხურის , მე-6კლასის მოსწავლეები
, მათი მშობლები, პარალელური კლასის მოსწავლეები და
პედაგოგი ნატალია ჟორჟოლიანი
პრობლემის ანალიზი და
აქტუალურობა
სიკეთე ლამპარივითაა. იგი ათბობს და ანათებს შენს ცხოვრებასა და გარშემო ადამიანებს. სიკეთე არის ამქვეყნად ყველაზე დიდი და სერიოზული . მოუსმინე ღმერთს და საკუთარი სინდისის ხმას. შეიყვარე სიკეთე, სანამ გვიან არ არის. საშინელება იქნება, ცარიელი ხელებითა და ცივი გულით გადახვიდე მარადისობაში და წარსდგე შემოქმედის სამსჯავროზე...
სიკეთისათვის საჭიროა მხურვალე გული. ნელ-თბილნი ვერ ჩაიდენენ სიკეთეს. უგრძნობლობა და გულგრილობა უბოჭავს ადამიანს ხელ-ფეხს. სიკეთის კეთება შეუძლიათ მხოლოდ გულწრფელ, მხურვალე, ღვთის სიყვარულით ანთებულ ადამიანებს.-ვკითხულობთ ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში ,,ხარებაში“ და
ვხვდებით რომ გადარჩენა სწორედ რომ სიკეთის კეთებაშია.
სიკეთე ამკვიდრებს ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს, ვგრძნობთ, რომ
ვუყვარვართ, რომ გვიყვარს. ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს, რომელიც
ყოველთვის საჭიროა.
ჩვენი, მასწავლებლების ერთ- ერთი უპირველესი მოვალეობა სწორედ სიკეთის
კეთების სწავლებაა, დანახვება იმისა, რომ სამყაროს სიკეთე გადაარჩენს, თითოეული ადამიანის უპირველესი
მოვალება სიკეთის კეთებაა.რომელიც არც თუ ისე ძნელია, თუ ამის სურვილი გაგაჩნია. ამის
სურვილი კი აუცილებლად უნდა გააჩნდეს თითოეულ ჩვენგანს.
მოსწავლეებში სიკეთის კეთების აუცილებლობის გაცნობიერებამ, მისი ჩვევაში
გადასვლამ და არა მხოლოდ სიტყვიერად გამოხატვამ გადამაწყვეტინა ამ პროექტის დაწერა
და განხორციელება.
პროექტის მიზანი: მოსწავლეების
მიერ სიკეთის კეთების აუცილებლობის
გააზრება,
მისი, როგორც ჩვევის
გამომუშავება.
მისაღწევი შედეგი:
·
მოსწავლემ
გაიაზროს სიკეთის კეთების მნიშვნელობა და აუცილებლობა.
გაუჩნდეს
სურვილი და გადადგას ნიბიჯები სიკეთის საკეთებლად. გადაიქციოს სიკეთის კეთება ჩვევად.
·
პროექტზე მუშაობის ვადები: 18.10-07.11.2018 წ.
სამიზნე ჯგუფი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მე-6 კლასი.
ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები:
- სამოქმედო გეგმის შემუშავება (აქტივობების დაგეგმვა, ამოცანების შესრულების ვადების დადგენა და
თანმიმდევრობის განაწილება )
- ი. გოგებაშვილის ,,გულკეთილი ქვრივი“
წაკითხვა. დისკუსიის
მოწყობა.
·
სიკეთის
კვირეულის დაგეგმვა, გახსნა.
·
ესებისა და
ნახატების მომზადება სიკეთის თემაზე.
- პარალელური კლასის მოსწავლეების მოწვევა. ფილმის
ნახვა, დისკუსია.
- პროექტის შეჯამება, შეფასება.
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები:
|
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო
საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიკატორები (ანუ
მაჩვენებლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროექტი მიმდინარეობს)
|
თარიღი
|
|
|
სამოქმედო გეგმის შემუშავება
|
პროექტის
განხორცილების პირველი ეტაპი -
სამოქმედო გეგმის შემუშავება. ვადებისა და საქმიანობების გაწერა.
------------------------------
მეორე ეტაპი-ი. გოგებაშვილის ,,გულკეთილი ქვრივი“ წაკითხვა. დისკუსიის მოწყობა.
--------------------------------------------მესამე ეტაპი - სიკეთის კვირეულის დაგეგმვა, გახსნა.
-------------------------------------------
მეოთხე
ეტაპი - ესებისა და ნახატების მომზადება სიკეთის თემაზე.
გამოფენა სკოლის ფოიეში.
----------------------------------------
მეხუთე
ეტაპი - პარალელური კლასის მოსწავლეების მოწვევა. ფილმის ნახვა,
დისკუსია.
-------------------------------------------
მეექვსე ეტაპი-
პროექტის
შეჯამება. შეძენილი ცოდნის, ჩატარებული აქტივობების პრეზენტაცია
|
18.10
- 07.11.2018წ.
|
|
|
განხორცილება :
|
|||
|
პროექტისათვის
მზადება
|
მასწავლებელი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რაც გულისხმობს კონრეტული ვადებისა და
შესაბამისი საქმიანობის გაწერას.
|
|
|
|
ლიტერატურა
დისკუსია
|
წავიკითხავთ ი. გოგებაშვილის მოთხრობას ,,გულკეთილი ქვრივი,“ მოვაწყობთ დისკუსიას.
|
|
|
|
სიკეთის
კვირეული
|
დავგეგმავთ სიკეთის კვირეულს, გავწერთ აქტივობებს.
მოვაწყობთ გახსნას.
|
|
|
|
გამოფენა
|
მოვამზადებთ ესებსა და ნახატებს სიკეთის თემაზე. მოვაწყობთ გამოფენას
სკოლის ფოიეში.
|
|
|
|
ვიდეოს
ნახვა
|
მოვიწვევთ
პარალელური კლასის მოსწავლეებს. ვნახავთ ვიდეოს .,,სიკეთის
ბუმერანგი-ერთი დღე“ გავმართავთ დისკუსია.
|
|
|
|
პროექტის
შეჯამება
|
პროექტის
პრეზენტაცია. შეფასება.
|
|
|
|
|
|||
სასწავლო რესურსი :
სიკეთის შესახებ
ინფორმაციის შეგროვების მთავარი წყარო
ინტერენტი და შესაბამისად საძიებო სისტემა
გახლდათ. კერძოდ:
ვიდეო ,,სიკეთის ბუმერანგი-ერთი
დღე“
ი. გოგებაშვილის
მოთხრობების კრებული.
რეფლექსია:
აღნიშნული პროექტის
თემა გახლდათ ,,სიკეთე
გადამდებია“ აღნიშნული თემის გაშუქება
დროული და აქტუალური იყო.
ადრეულ ასაკშივე
შეინიშნება მოსწავლეებში უხეში და მტრული დამოკიდებულებები, რაც შემდგომ ხშირად
ჩვევაშიც გადასდით. სითბოთი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებები, ერთურთის
დახმარება და ანგარიშის გაწევა, ზრუნვა დაჩაგრულებსა და გაჭირვებულებზე, აი, რისი
სწავლა სჭირდებათ ჩვენს მომავალ თაობას.
ი.გოგებაშვილის
მოთხრობის ,,გულკეთილი ქვრივი“’ პერსონაჟმა,
მიუხედავად მეზობლის ბოროტი საქციელისა, სამაგიერო ბოროტების ნაცვლად,
სიკეთის კეთება არჩია, და დაგვანახა, რომ სიკეთე ამარცხებს ბოროტებას და
აკეთილშობილებს ადამიანს. საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეებს შორის დისკუსია მოთხრობის ირგვლივ, რამაც საბოლოოდ დიდი
ინტერესი გაუღვივა მოსწავლეებს სიკეთის კეთებისკენ.
დიდი
ენთუზიაზმით დაიგეგმა და განხორციელდა სიკეთის კვირეულიც, ბავშვები ცდილობდნენ რაც
შეიძლება მეტი სიკეთე ეკეთებინათ და ფურცლებზე დაწერილს სიკეთის ყუთში ყრიდნენ.
კვირის ბოლოს უამრავი სიკეთე დაგვიგროვდა და მივხვდით, რომ სიკეთის კეთება ახალი
სიკეთისკენ გვიბიძგებს, იმაზეც ვისაუბრეთ რომ ის უანგაროდ, ჩუმად უნდა ვაკეთოთ.
განსაკუთრებით
დიდი ინტერესი გამოიწვია პარალელური კლასის მოსწავლეებთან ერთად ფილმის
ნახვამ, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იწყება დღე იმით, რომ მშენებელი მუშა ეხმარება პატარა ბიჭუნას, რომელიც სკეიდბორდიდან ვარდება, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეშველება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიკეთე თავად მუშას არ დაუბრუნდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ გავმართეთ დისკუსია, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. ვისაუბრეთ,
თუ რატომ ჰქვია, ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი?’’
როგორ მოიქცეოდნენ ბიჭუნას, მოხუცი ქალბატონის, მიმტანის ან სხვა პერსონაჟის ადგილზე? როგორ ფიქრობენ, რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად?
მოსწავლეების
ნახატებისა და ესეების გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკოლის მოსწავლეებისა და
მასწავლებლების მხრიდან. ისინი ყურადღებით გაეცნენ ნამუშევრებს და დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ.
პროექტის განმავლობაში მიმდინარე სამუშაობს
ვთვლი დამაკმაყოფილებლად. ვინაიდან, აღნიშნულ პროცესში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა
და მშობლებში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდგომ დღეებში
მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ და მითითებებს იძლეოდნენ სიკეთის კეთების
საკითხებზე.
Comments
Post a Comment