სოციალური
პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი და უსაფრთხო კვება
პროექტის
მონაწილეები: დაწყებითი საფეხურის , მე- 6 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, სკოლის ექიმი და პედაგოგი
ნატალია ჟორჟოლიანი.
პრობლემის
ანალიზი და აქტუალურობა
ჯანსაღი კვება გულისხმობს არჩევანს ისეთი საკვების სასარგებლოდ, რომელიც აუმჯობესებს ან ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ჩვეულებრივ, იგი ითვალისწინებს, ბავშვის ნორმალური ზრდაგანვითარებისათვის აუცილებელი ყველა საკვები ნივთიერების მოხმარებას. ამასთან, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, წარმოდგენილი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, ფრინველის, საქონლისა და თევზის ხორცით. საჭმლის მოსამზადებლად სასურველია წინასწარ დაუმუშავებელი, ახალი სურსათის გამოყენება.
სწორი კვება განაპირობებს ჩვენს ჯანმრთელობას. სწორ
კვებაში იგულისხმება როგორც მრავალფეროვანი, ასევე უვნებელი და ვიტავინებით სავსე საკვების
მიღება. ჯანმრთელობის დაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის
უკანასკნელი მონაცემებით
ადამიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობას 15%-ში
განსაზღვრავს სამედიცინო
სამსახურის ორგანიზაცია,
15%-ში – გენეტიკური
თავისებურებები, ხოლო
70%-ში – ცხოვრების
წესი და
კვება. დღესდღეობით მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ პრობლემას
არაჯანსაღი კვება წარმოადგენს. შაქრისა და მარილების ჭარბი რაოდენობა, ნახევარფაბრიკატი
პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები და ა. შ. მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურ
საკვებს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამგვარი პროდუქტების რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის
სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ჩემს მოსწავლეებზე დაკვირვებამ დამანახა, რომ ისინი
ხშირად არღვევენ სწორი კვების რეჟიმს, იკვებებიან არაჯანსაღად. მე, როგორც დაწყებითი
კლასების მასწავლებელს მევალება გავამახვილო ამდაგვარ საკითხებზე ყურადღება, საინტერესო
აქტივობებით ხელი შევუწყო მათში ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის
მიზანი: დავარწმუნო მოსწავლეები ჯანსაღი კვების აუცილებლობაში.
დავანახო მათ არასწორი კვებით გამოწვეული რისკები. ჩამოვუყალიბოთ მათ სწორი და უსაფრთხო კვების უნარ-ჩვევები.
პროექტის
ამოცანები:
1.ჯანსაღი კვების
პოპულარიზაცია.
2. მოსწავლეთათვის
იმ ნაბიჯების დასახვა, რომლებიც მათ ჯანსაღი კვების აუცილებლობის გააზრებაში დაეხმარება.
3. ჯანსაღი კვების
აუცილებლობაზე ხაზგასმა, მისი დადებითი თვიებებიდან გამომდინარე.
მისაღწევი
შედეგი:
·
გაიღრმავებენ ცოდნას
ჯანსაღი და უსაფრთხო კვების შესახებ.
·
ჯანსაღი კვების დაცვისთვის აუცილებელი ნაბიჯების დამოუკიდებელი
განსაზღვა.
·
ჩამოუყალიბდებათ სწორი კვების უნარ-ჩვევები.
პროექტზე
მუშაობის ვადები: 12.11-30.11.2018 წ.
სამიზნე
ჯგუფი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მე-6 კლასის მოსწავლეები.
ამოცანების
განხორციელების საჭირო
საქმიანობები:
·
სამოქმედო გეგმის შემუშავება (ამოცანების შესრულების ვადების დადგენა და თანმიმდევრობის
განაწილება )
·
ინფორმაციის მიწვდა ჯანსაღ პროდუქტებზე, ჯანსაღი კვების
წესად ქცევაზე. კვების პირამიდაზე მუშაობა.
·
სკოლის ექიმთან გასაუბრება, რომელიც მოსწავლეებსა და
მშობლებს ინფორმაციას მიაწვდის ჯანსაღი კვების
აუცილებლობის შესახებ.
·
,,ჩვენი სამზარეულო“- სახალისო აქტივობა. სათამაშო სამზარეულოსა
და ნახატების დახმარებით კვების სწორი რაციონის შედგენა.
·
ჯანსაღ და უსაფრთხო
კვების თემაზე ფლაერების შედგენა და დარიგება
.
·
პროექტის შეჯამება, შეფასება
პროექტის
განხორციელებისათვის საჭირო
საქმიანობები:
|
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიკატორები
(ანუ
მაჩვენებლები,
რომლებიც
ადასტურებენ,
რომ
პროექტი
მიმდინარეობს)
|
თარიღი
|
|
|
სამოქმედო გეგმის შემუშავება
|
პროექტის
განხორციელების პირველ ეტაპზე, მოხდება შესაბამისი ლიტერატურისა და საკითხავი მასალის
მოძიება ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ, მათი გადახედვა და მოსწავლეთათვის
გასაგებ ენაზე მიწოდება. ინფორმაციის მიწვდა ჯანსაღ და უსაფრთხო პროდუქტებზე, ჯანსაღი კვების
წესად ქცევაზე. კვების პირამიდაზე მუშაობა.
-----------------------------------პროექტის განხორცილების
მეორე ეტაპზე სკოლის
ექიმთან გასაუბრება, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს ინფორმაციას მიაწვდის ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ.
--------------------------------------------
მესამე ეტაპზე,,ჩვენი სამზარეულო“- სახალისო აქტივობა.
სათამაშო სამზარეულოსა და ნახატების დახმარებით კვების სწორი რაციონის შედგენა.
-----------------------------------------
პროექტის
მეოთხე ეტაპზე ჯანსაღი
კვების თემაზე ფლაერების შედგენა და დარიგება თემში.
-------------------------------------
მეხუთე ეტაპზე- პროექტის შეჯამება.
|
|
|
|
განხორცილება :
|
|||
|
შესაბამისი
სალიტერატურო მასალის შეგროვება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთათვის ზოგადი წარმოდგენის
შექმნას ჯანსაღი და უსაფრთხო კვების შესახებ.
|
ინფორმაციის
მოძიება და დახარისხება, შემგომში მოძიებული ინფორმაციის მოსწავლეთათვის გასაგებ
ენაზე გადაცემა.
კვების
პირამიდაზე მოშაობა.
|
|
|
|
სტუმრობა სკოლის
ექიმთან
|
მოსწავლეებს
შესაძლებლობა მიეცემათ დაუსვან მათთვის სასურველი შეკითხვები სკოლის ექიმს. ექიმი
ესაუბრება პატარებს და მათ მშობლებს კვების
რაციონის სწორად შერჩევაზე, დაანახვებს ამის აუცილებლობას.
|
||
|
პრაქტიკული
სამუშაო
|
მოსწავლეები განახორციელებენ სახალისო აქტივობას
,,ჩვენი სამზარეულო“- სათამაშო სამზარეულოსა
და ნახატების დახმარებით შეადგენენ კვების სწორი რაციონს.
|
|
|
|
სააგიტაციო
მასალაზე მუშაობა
|
მოსწავლეები ჯანსაღი კვების თემაზე მოამზადებენ
ფლაერებს და დაარიგებენ თემში.
|
|
|
|
პროექტის შეჯამება/შეფასება
|
მოსწავლეები შეაჯამებენ პროექტს. ისაუბრებენ
რა ისწავლეს? რისი სწავლა სურთ ამ თემასთან დაკავშირებით? რა მოეწონათ?
|
|
|
|
|
|||
სასწავლო რესურსი :
ჯანსაღი და უსაფრთხო
კვების ცხოვრების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მოძიების უმთავრეს წყაროდ ინტერნეტი
იქნება გამოყენებული, თუმცა მოსწავლეებმა ასევე მნიშვნელოვანი და უფრო მეტად სრულყოფილი
ინფორმაცია მიიღეს ექიმთან პირადი ინტერაქციით.
რეფლექსია:
აღნიშნული პროექტის
თემას წარმოადგენდა ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება“.უმთავრესი მიზანი იყო მოსწავლეებში
ჯანსაღდა უსაფრთხო კვების პოპულარიზაცია, რადგან
ბოლო ხანებში ხშირია კვების რაციონის არასწორი შედგენა და შესაბამისად მრავალ პრობლემასთან
ჭიდილი, განსაკუთრებით კი -ბავშვებში.
შევეცადე მისწავლეებისათვის საინტერესო და
მრავალხრივი ინფორმაცია მიმეწოდებინა ამ მხრივ, ნათლად დამენახებინა ჯანსაღი კვების
მნიშვნელობა, მისი დაცვის აუცილებლობა.
მოსწავლეებსა და მშობლებზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ექიმთან გასაუბრებამ , რომელსაც უფრო კონკრეტული ინფორმაცია
გააჩნდა აღნიშნულ საკითხზე. მათ ზოგადი ინფორმაციის გარდა კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული
პასუხებიც მიიღეს, რამაც გაუმყარა წარმოდგენა
იმაზე, რომ ჯანსაღი კვება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. შეხვედრების განმავლობაში
აქცენტები განსხვავებული იყო, ექიმისგან ძირითადად მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ,
თუ რამდენად დიდი მნიშნელობა აქვს კვების სწორ რაციონს ადამიანის მენტალური და ფიზიკური
ჯანმრთელობისთვის. ექიმისგან მიიღეს რჩევები დღის აუცილებელი რეჟიმის შესახებ, თუ როდის, რა დოზით და რა საკვები უნდა მივიღოთ.
პატარებისათვის საინტერესო აღმოჩნდა სწავლა თამაშით,
მათ სახლიდან მოტანილი სამზარეულოს სათამაშოებითა და ნახატებით, რომლებზეც საკვები
იყო გამოსახული, შეადგინეს სწორი კვბის რაციონი, გააწყეს სუფრა, მოახდინეს საკუთარი
ნამუშევრების პრეზენტაცია.
ყოველი აქტივობის დროს ყურადღებას ვამახვილებდით
ნასწავლი წესების დაცვის აუცილებლობაზე, ხაზს ვუსვამდით მის სარგებლიანობას.
ახლიდან რომ ვატარებდეთ პროექტს სახალისო აქტივობაში
მშობლებსაც ჩავრთავდი და სურათების ნაცვლად ნამდვილ პროდუქტს გამოვიყენებდი, ვფიქრობ,
ასე უფრო საინტერესო იქნებოდა მოსწავლეებისათვის.
პროექტის ბოლოს აშკარა გახდა, რომ ბავშვებმა დაინახეს
ჯანსაღი და უსაფრთხო კვების აუცილებლობა, განსაზღვრეს საკუთარი დღის კვებითი რაციონები,
თავადაც დაიწყეს საკუთარ სოციუმში ჯანსაღი კვების პროპაგანდა.
Comments
Post a Comment