პროექტი:      ,,ეკო -ზონა, ჩვენი სკოლის ეზო“
ავტორი - ნატალია ჟორჟოლიანი
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი -10
პერიოდი -23.10. – 12.11. 2019 წ.
თემის აქტუალობა -  სკოლის ეზო და მისი შემოგარენი ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი ამიტომ პრობლემა, რომელიც სკოლის წინაშე დგას, სკოლის ეზოს და მისი შემოგარენი ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, თითოეული მოსწავლის და მასწავლებლის ჯანსაღი ამბიციაა. თითოეული მოსწავლე უნდა ცდილობდეს საკუთარი წვლილის შეტანას ამ კეთილი საქმის განხორციელებაში.გარემოს დაბინძურებით გამოწვეული    პრობლემა აქტუალლობას არ კარგავს,   რადგან ადამიანების დაუფიქრებლობით, ხდება წყლის, ჰაერის, ბუნების,  დაბინძურება, რაც მავნე ზემოქმედებას იწვევს   სოფელის მოსახლეობაზე,   დაბინძურებული გარემო ზიანს აყენებს ადამიანის  ჯანმთელობას, რისი ცოდნაც   უმნიშვნელოვანესია   მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლდესთვის,    მკაფიო  წარმოდგენა შეუქმნათ  იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ  ბუნებას, რა დადებითი გავლენა აქვს ეკოლოგიურად  სუთა პროდუქტებით კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის,
გარემოს დაცვის  პრობლება არის ძალიან აქტუალური მთელ მსოფლიოში  და გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.
ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.ამის გათვალისწინებით ძალიან აქტუალურია
  ახალგაზრდებისათვის  პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის თვისების აღმოჩენა. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებებოს განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ თვისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ  მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი მშობლები არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების   მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
 პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე თესავენ  მცენარეებს შემდგომი დარგვისთვის ნიადაგში , უვლიან ჩითილებს , ამრავლებენ ყვავილებს ;
2. II ალაგებენ  სკოლის  და/ან მიმდებარე ტერიტორიას.
3.III ეტაპზე რგავენ და უვლიან  ნერგებს და ყვავილებს;
4.კლასის მოსწავლეები/მშობლები პროექტში ჩართავენ სხვა კლასის/კლასების მოსწავლეებსა და მშობლებს, სკოლის თემის ჩართვით სკოლაში მოეწყობა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია;
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის: ნერგების და სხვა მცენარეების  შეგროვება, ხეების დარგვისა და საქველმოქმედო ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი წვლილის შეტანით თავიანთი თანამოქალაქეების დახმარების საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისთან  თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
 ნერგები,  ელექტრონული - Word  Excel  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
გაზომვადი:
1.დალაგებული ტერიტორიის რაოდენობით;
2.დარგული მცენარეების რაოდენობით;
3.საქველმოქმედო დახმარებაში აქტივობით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (კლასის დამრიგებელი, პარალელური კლასის მასწავლებელი) აკვირდება სამივე ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,  ღია კარის დღეები, კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
23.10.19
24.10.19
25.10.19
28.10.19
29.10.19
04.11-08.11.19
12.11.19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

  X
 
  



3. პროექტის სამი ეტაპის  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;



X



  


4.ინტერვენცია-
მცენარეების დათესვა , ყვავილების გამრავლება



X



         

5.ტერიტორიის დალაგება





X



6.დარგული ხეების მოვლა.




Х


7.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;





X

18. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X









პროექტი:      ,,ეკო -ზონა, ჩვენი სკოლის ეზო“
ავტორი - ნატალია ჟორჟოლიანი 
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები;
კლასი -  10
პერიოდი -23.10- 12.11.19 წ.
პროექტის რეფლექსია:
   პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებისა და განსახორციელებელი ამოცანების თემების წარმოჩენას. კითხვარი დარიგდა მოსწავლეებსა და მშობლებში.  მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა, რომ მოსწავლეები სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, გაამწვანონ სკოლის ტერიტორია, გაუფრთხილდენენ თავიანთ ეზოს და  სკოლას.
კალენდრით მითითებულ ვადებში  კლასის მონაწილეობით დათესეს და მოიუარეს ნერგებს, დაალადეს და მოუარეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.  ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ყვავილები,რათა  ეზრუნათ სკოლასა და ეკოლოგიაზე. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
დავალაგეთ ტერიტოტია , დავრგეთ   სეზონური ნერგები  სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეები სიხარულით მონაწილეობდნენ აქტივობაში და თვალსაჩინო იყო, რომ მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
მესამე ეტაპი იყო სკოლის ტერიტორიის მოვლა და ყვავილების დარგვა. განსაკუთრებულად აქტიურნი იყვნენ მოსწავლეები ...
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში, შესრულებულია. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა და განმეხორციელებინა პარალელური ან დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ ჩემ საგანმანათლებლო ბლოგში ,, ...“ მისამართზე :

12.11.2019 წ.







Comments

Popular posts from this blog