სოციალური პროექტის სახელწოდება:  „მოძრაობა და უსაფრთხოება“

პროექტის მონაწილეები: დაწყებითი საფეხურის  , მე-6   კლასის  მოსწავლეები , მათი მშობლები,  სკოლის მოსწავლეები,  მანდატური და პედაგოგი ნატალია ჟორჟოლიანი

პრობლემის ანალიზი და აქტუალურობა
უსაფრთხო მოძრაობა თითოეული ჩვენგანის ხელშეწყობით უნდა მოხდეს, თუმცა ხშირია როგორც ქვეითებისგან, ასევე მძღოლების მხრიდან მოძრაობის წესების უგულებელყოფა.
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მეტად მწვავედ დგას. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან საგზაო მოძრაობის შემთხვევების დიდი ნაწილი სიკვდილიანობითა და ტრამვების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ბოლო ხანებში კიდევ უფრო გახშირდა საავარიო სიტუაციები.  ქვეითები ყოველთვის არ გადადიან მათთვის განკუთვნილ სპეციალურ გადასასვლელებზე, ხოლო  მძღოლები კი არ ითვალისწინებენ ქვეითთა უფლებებს. ამას ემატება გადაჭარბებული სიჩქარე მძღოლების მრიდან და უყურადღებობა ორივე მხრიდან.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, შემოღებული იქნა ღვედები. გაწეული სამუშაოების მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების პრობლემა არ შეცვლილა. კანონმა ღვედების ტარების შესახებ ვერ მოხსნა ავარიული შემთხვევების უსაფრთხოება.
ფაქტია, რომ  პრობლემის უმთავრესი საწყისები ადამიანთა დაბალ სამოქალაქო ცნობიერებაშია, რაც ყველას ადრეული ასაკიდან უნდა მიეწოდოს.
  პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო ცნობიერება მოსწავლეებში.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება  და მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის გააზრება.
პროექტის ამოცანები:
1. გაიაზრონ რას ნიშნავს უსაფრთხო მოძრაობა.
2. გაითვიალისწინონ რა შეიძლება მოყვეს საგზაო წესების უგულებელყოფას.
3. გაეცნონ უფრო უკეთ გაიაზრონ  საგზაო ნიშნები.
4 . აუმაღლდეთ სამოქალაქო ცნობიერება.
მისაღწევი შედეგი:
·         გაღრმავებული ცოდნა  უსაფრთხო მოძრაობისთვის აუცილებელი კომპონენტების შესახებ.
·         მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა აღნიშნული თემის მიმართ.
·         უსაფრთხოების წესების დაცვა.

როექტზე მუშაობის ვადები:  14.11-04.12.2018წ.

სამიზნე ჯგუფი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მე-6 კლასი.
ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები:
·         სამოქმედო გეგმის შემუშავება (ამოცანების   შესრულების ვადების დადგენა და თანმიმდევრობის განაწილება )
·         შესაბამისი მასალის დამუშავება.  მოთხრობის ,,მოკლე გზა“ წაკითხვა.
·         ვიდეოს ყურება, საგზაო მოძრაობის წესების ჩამოყალიბება.
არ გადაირბინო  https://www.youtube.com/watch?v=GB5QY5EAi-0
ქუჩის გადაკვეთა https://www.youtube.com/watch?v=6R4E-YDxiTw
·         სკოლის მანდატურთან შეხვედრა.
·         ქალაქის მაკეტის შექმნა.
·         საგზაო მოძრაობის წესების ბანერების გაკეთება და სკოლის ეზოში გამოფენა.
·         პროექტის შეჯამება, შეფასება

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები:


პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები


მონიტორინგის ინდიკატორები (ანუ მაცვენებლები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პროექტი მიმდინარეობს)



              თარიღი

სამოქმედო გეგმის შემუშავება
პროექტის განხორცილების პირველ ეტაპზე უსაფრთხო მოძრაობასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების წარმოჩენა, მათი კლასიფიკაცია და პრევენციის  გზების დასახვა. შესაბამის თემაზე მოთხრობის წაკითხვა. დისკუსიის გამართვა.
--------------------------------------------
მეორე ეტაპი- ვიდეოების ყურება, წესების ჩამოყალიბება.

------------------------------------------------
მესამე ეტაპი-სკოლის მანდატურთან საუბარი.
----------------------------------------------
მეოთხე ეტაპი- ქალაქის მაკეტის შექმნა.

------------------------------------------------
მეხუთე ეტაპი-საგზაო მოძრაობის წესების ბანერების გაკეთება და სკოლის ეზოში გამოფენა.
-----------------------------------------
პროექტის შეჯამება, შეფასება




განხორცილება :

უსაფრთხო მოძრაობასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების წარმოჩენა, მათი კლასიფიკაცია, პრევენციის  გზების დასახვა.

ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, შემდგომში მოძიებული ინფორმაციის შინაარსობრივი კლასიფიკაცია და მათი მოსწავლეებისთვის გადაცემა.  
ვლ. ასლამაზიშვილის მოთხრობის ,,მოკლე გზა“ წაკითხვა. დისკუსია.



ვიდეოს ყურება
მოსწავლეები უყურებენ 2 ვიდეოს  და ჩამოაყალიბებენ საგზაო მოძრაობის წესებს.



მანდატურთან შეხვედრა   

შეხვედრის ორგანიზება. ბავშვების მიერ კითხვების მომზადება. საუბარი
14.11-04.12.2018წ.

პრაქტიკული სამუშაო
მოსწავლეები შექმნიან ქალაქის მაკეტს სადაც დატანებული იქნება შუქნიშნები, ზებრა გადასასვლელი, ჩადგამენ სახლებს, ტრანსპორტს...

სააგიტაციო მასალა

მოამზადებენ საგზაო მოძრაობის წესების ბანერებს და სკოლის ეზოში გამოფენენ. მშობლების სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და თემის წინაშე მოახდენენ პრეზენტაციას.


პროექტის შეჯამება, შეფასება

შეაჯამებენ პროექტს, გამოკვეთენ საინტერესო აქტივობებს, ხარვეზებს.





სასწავლო რესურსი : 
უსაფრთხო მოძრაობის პრობლემის შესახებ სტატისტიკის მოსაპოვებლად  ძირითადად ინტერნეტი იქნა  გამოყენებული. გარდა ამისა, ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა სკოლის მანდატურთან შეხვედრა.  
ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,მოკლე გზა“.
ვიდეო:
არ გადაირბინო  https://www.youtube.com/watch?v=GB5QY5EAi-0
ქუჩის გადაკვეთა https://www.youtube.com/watch?v=6R4E-YDxiTw






                                                    


 რეფლექსია:

აღნიშნული პროექტის მთავარ თემას წარმოადგენდა „მოძრაობა და უსაფრთხოება“ ვფიქრობ, მიზანს, რომელიც პროექტის დასაწყისში დავისახეთ, მივაღწიეთ. პროექტი საკმაოდ ხალისიანად წარიმართა.  მოსწავლეებმა ინფორმაცია მოაგროვეს ჩემ მიერ მიწოდებული  ვიდეოების საფუძველზე. ამ უკანასკნელმა დიდი ინტერესი გამოიწვია მათში,  თანატოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების სწავლებამ და პრაქტიკაში დანახვამ კიდევ უფრო დააინტერესა ჩემი მოსწავლეები. ინფორმაციის შევსება მოხდა მანდატურთან შეხვედრისას. საუბარი საინტერესოდ წარიმართა,  მან ამომწურავად უპასუხა მოსწავლეთა და მშობელთა შეკითხვებს. მისცა მათ რჩევები, თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან არასასურველი შემთხვევები. ბავშვებს მოუწოდა მათთვის მიწოდებული ინფორმაციები საკუთარ სოციუმშიც გაევრცელებინათ, მაგალითად, ესაუბრათ სიჩქარის გადაჭარბების სავალალო შედეგებზე, რაც , რა თქმა უნდა, პროექტის მასშტაბებს ზრდის და  შედეგებსაც აფართოებს. მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს ამ საინტერესო შეხვედრისას და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
მოთხრობის წაკითხვისას გავმართეთ დისკუსია, გავაანალიზეთ მოთხრობის გმირების საქციელი, გამავახვილეთ ყურადღება შეცდომებზე, რომელიც პერსონაჟებმა დაუშვეს.
ქალაქის მაკეტის მომზადება მოსწავლეებს მოეწონათ. ერთ-ერთმა მათგანმა ,,ჩვენს ქალაქში’’ სკოლაც კი ჩასვა.ისინი ზებრაზე დაატარებდნენ თოჯინებს და იმიტირებდნენ წესების დაცვას.
ბანერებზე კი საგზაო უსაფრთხოების წესები გამოფინეს. მოიწვის მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები და გააკეთეს პრეზენტაცია.კვირის ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი მაკეტი და ბანერები სკოლის ფოიეში გამოფინეს და მოაწყეს პრეზენტაცია.
         ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა მოსწავლეებთან ერთად ქალაქის ქუჩებში გასვლა და საგზაო მოძრაობის წესებზე ამ ფორმატში საუბარი.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, პროექტით გათვალისწინებული მიზნები  შესრულდა, ვინაიდან მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საგზაო უსაფრთოების შესახებ, რაც მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავებაში დაეხმარებათ.


Comments

Popular posts from this blog