პრო ექტ ი  - ,,ჩვენი სკოლის საოცარი გარემო“
ავტორი - ნატალია ჟორჟოლიანი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია;
კლასი -  6   (მაგრამ, მოიცავს სკოლის სამივე საფეხურს)
პერიოდი - 08.04.-26.04.2019წ.

თემის აქტუალობა
სკოლის ასაკში იწყება, ვითარდება და პრაქტიკულად სრულდება ადამიანის პიროვნული ზრდა-განვითარება, რადგან ძირითად ღირებულებით კატეგორიებს მოსწავლე სწორედ სასკოლო განათლების მიღებისას ეზიარება.
ჩვენს სკოლაში მოსწავლე პრიორიტეტია, თუმცა მათი უმეტესობა ამას ვერ გრძნობს. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ყველა აქტივობა მათი წარმატებისათვის იგეგმება. ბევრ საკითხში აშკარაა სიახლეების მიმართ სკოლების ღიაობა, მაგრამ პრინციპული ცვლილებები შესამჩნევი არ არის - სკოლა და სასწავლო პროცესი მოსწავლისათვის ნაკლებად მიმზიდველია, სურს, სწრაფად დატოვოს აღნიშნული სივრცე გაკვეთილების დასრულებისთანავე; უკეთეს შემთხვევაში სწავლობს პასუხისმგებლობისა და საჭიროები გამო; დაბალია მასწავლებელსა და  მოსწავლეს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის ხარისხი.  მიუხედავად დეკლარირებული ცვლილებებისა, ქართული საგანმანათლებლო სივრცე  ნაკლებად ახორციელებს მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშემწყობ აქტივობებს, უპირატესია აკადემიური მოსწრება და მასთან დაკავშირებული აქტივობები. 
პროექტის მიზანი:

1. სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე თანაბარი ზრუნვის ხელშეწყობა; 
2. მოსწავლეთათვის სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა არასტანდარტულ სასკოლო გარემოში; 
3. ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოს შეცვლა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის; 
4. მოსწავლეთა თვითდამკვიდრების არაძალადობრივი საშუალებების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები
      მაქსიმალურად მოიცვას სამივე საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები და შეძლებისდაგვარად, მშობლები;

მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
   მოსწავლეები გამოავლენენ საკუთარ განწყობებსა და დამოკიდებულებებს სასკოლო გარემოს მიმართ;
   გაუმჯობესდება ურთიერთობა მოსწავლეებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს, მოსწავლესა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის;
   გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში;
    მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს და საქმიანობებს;
   დაინტერესდებიან სასწავლო პროცესით;
   პედაგოგები გაეცნობიან მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეებში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნისკენ მიმართულ გამოცდილებას;
   შეძენილი გამოცდილებით სკოლის პედაგოგები დაგეგმავენ სამომავლო აქტივობებს.

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
   სკოლა და სასწავლო პროცესი გახდება მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და საინტერესო.
რესურსები
 მუყაო, საღებავები, ბურთები, მაგიდები,  ....
ელექტრონული - Word , Excel ,  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი: მოსწავლეთა ჩართულობით, პედაგოგთა ჩართულობით, მშობელთა ჩართულობით, შექმნილი რესურსების რაოდენობით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება სამივე ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობას.
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა სრულყოფილად ვერ მოხერხდეს დაგეგმილი აქტივობებისათვის საჭირო რესურსების მოძიება-შეძენა;
ასევე, მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ.
ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობელთა მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად, აქტიური პროპაგანდის აქტივობები - სასკოლო ღია კარის დღეები; ხოლო რესურსები ჩანაცვლდება თვითნაკეთი ნივთებითა და საშუალებებით.





პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
08.04.19
11.04.19
12.0419
15.04.-17.04.19
22.04.-24.04.19
25.04.19
26.04.19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
     X
2.ფოკუსჯგუფის შერჩევა; კითხვარების შედგენა; ინტერვიუს ჩატარება ( რა მჭირდება სკოლაში პოზიტიური განწყობისთვის?)

     X
ინტერვენცია -
3. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
     X
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
  X
  
5. პროექტის სამივე ეტაპის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
X
  
6.ინტერვენცია-

მოსწავლეთა უშუალო ჩართვა აქტივობებში:


დაწყებითი- 1.ინდივიდუალური მერხები  არ აქვთ. მაგიდები დგას ჯგუფურად. მასწავლებლის მაგიდა არ არის. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ზის ერთ-ერთ მერხთან;


2.იატაკის დამუშავება-მოხატვა - ფიზიკური განტვირთვის აქტივობების ჩასატარებლად;


3.სათამაშო და თემატური ზონების შექმნა- პროფესიების ქალაქი - საავადმყოფო (ექიმის ჩართვით), მშენებლობა, პოლიციის განყოფილება, ქვეითთა მოძრაობის წესები (მანდატურის სამსახურის დახმარებით), რედაქცია და სხვა სკოლაში შეიქმნება პრაქტიკულ-საგანმანათლებლო ზონები;


საბაზო -


1.საკლასო ოთახის შეცვლა - მოსწავლეების და მასწავლებლის სამუშაო მაგიდა ერთნაირი და ერთ სივრცეში პარიტეტული გარემო;


2. მოსწავლის პირადი სივრცე (ერთკაციანი სავარძლები, შირმები (ტიხრები), ხმაურის დამხშობი ყურსასმენი.);


საშუალო -


1.საკლასო ოთახის შეცვლა - მოსწავლეების და მასწავლებლის სამუშაო მაგიდა ერთნაირი და ერთ სივრცეში პარიტეტული გარემო;
X

         
7.ინტერვენციის შედეგების ანალიზი - შეხვედრა პროექტში მონაწილე პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგთან, ადმინისტრაციასთან. გაზომვადი ეფექტის შემოწმება.
X
8. ფსიქოლოგის გასაუბრება პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან.
X
9.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, საიქოლოგი, სკოლის ადმინისტრაცია;
X
10. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
X

პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ ,, ...“ მისამართზე : http:/
...
26.04.2019წ.







   პრ ექტ ი  -  ,,ჩვენი სკოლის საოცარი გარემო“
ავტორი - ნატალია ჟორჟოლიანი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია;
კლასი - 6
პერიოდი - 08.04.-26.04.2019წ.

 პროექტის რეფლექსია

      სკოლასა და  ოჯახს შორის ორმხრივი,  რეგულარული კომუნიკაცია  ბავშვის  წარმატებისა და განვითარების ერთ- ერთი მთავარი  ხელშემწყობი ფაქტორია.
    სასწავლო წლის  დასაწყისში საერთო მშობელთა კრებაზე  მშობლებს გავაცანი პროექტის მიზანი , ვესაუბრე თემის აქტუალობაზე , ხაზი გავუსვი იმ უდიდეს როლს, რომელიც მშობელს უკავია შვილის ღირსეულ  პიროვნებად, შემდგარ, რეალიზებულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. მოვისმინე მათი წინადადებები , სურვილები, შემოთავაზებები , შენიშვნები.
    მშობელთა აზრით, ასეთი ტიპის ჩართულობა აუცილებელია, მათი მხრიდან  გამოიკვეთა დიდი ინტერესი იმ სიახლეებთან დაკავშირებით , რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ვითარდება და  დათანხმდნენ , აქტიურად აებათ მხარი თანამშრომლობის ახალი ფორმისთვის.
 გავითვალისწინე რა  მშობელთა წინადადებები , სურვილები, შემოთავაზებები, გადავწყვიტე სასკოლო პროექტის ფარგლებში  მემუშავა 2  მიმართულებით :
1-  მშობლები წიგნიერების გასავითარებლად;
2- ღია კარის დღეები სწავლა -სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
      შევადგინე პროექტის კალენდარი. შევუდექი მუშაობას შემუშავებული გეგმის მიხედვით. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე დავგეგმე და განვახორციელე აქტივობა,  რომელიც მშობელთა მხრიდან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვდა. მოვიწვიე ისინი  კონსტრუქტივისტულ- დიფერენცირებული მეთოდით მომზადებულ ღია გაკვეთილზე,  მათთვის სწავლების ახალი მიდგომებისა და მეთოდების  გაცნობის მიზნით.
    ამ აქტივობით მშობლებს მიეცათ საშუალება გაცნობიდნენ როგორც სწავლების თანამედროვე მიდგომებს, ასევე შეეფასებინათ საკუთარი შვილის გაკვეთილის  პროცესში ჩართულობა, უნარ - ჩვევები, ცოდნის დონე და ა. შ.
    გაკვეთილის დასრულების შემდეგ მშობლებს ვთხოვე დაეწერათ შთაბეჭდილებები.  როგორც მშობელთა უკუკავშირიდან გაირკვა, მათთვის ბევრი რამ სიახლე აღმოჩნდა. აღნიშნეს , რომ მსგავსი შეხვედრები მათ დიდ დახმარებას  გაუწევს სახლში საკუთარ შვილებთან  მუშაობის დროს  ყურადღება გაამახვილონ უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე, ვიდრე ტექსტის  მექანიკური  გაზეპირებაა.
     ღია კარის დღე შთამბეჭდავი იყო  მოსწავლეებისთვის.  მათ გაუჩნდათ მაღალი მოტივაცია, ( ბავშვებს უხარიათ, როდესაც სკოლაში დედები სტუმრობენ ). პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დავალებებს, იყვნენ გამორჩეულად  აქტიურები და  მონდომებულები.
    მასწავლებლის მხრიდან ღია კარის დღისთვის მზადება მოითხოვს დიდ ძალისხმევას , რაც თავის მხრივ  აკადემიურსა და ეფექტურს ხდის  საგაკვეთილო პროცესს. ყოველივე ეს დადებითად აისახება კლასის აკადემიური მოსწრების ხარისხზე. 
   მშობლების მოწვევა ღია გაკვეთილზე  ჩემთვის ეფექტური საშუალებაა იმისთვის , რომ  დავარეგულირო,   პოზიტიური გავხადო ურთიერთობა  პრეტენზიულ მშობელთან, მოვიპოვო  მისი ნდობა.
       წარმატებით განხორციელდა ის აქტივობებიც, რომლებიც მიზნად ისახავდა მშობელთა ჩართულობას  წიგნიერების გასავითარებლად. დედებთან ერთად თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს მოსწავლეების ოჯახის სხვა წევრებმაც. პროექტში ჩართნენ ბებიები, პაპები.
       გეგმის მიხედვით მოეწყო დაინტერესებული მშობლების მიერ მათი საყვარელი საბავშვო   წიგნების პრეზენტაცია .ეს  სიახლე,  სასწავლო პროცესში თანაკლასელის ოჯახის წევრის ჩართვა, სტიმულის მომცემი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
   შთამბეჭდავი იყო პოეზიის საღამო, სადაც მშობელების ჩართულობით  შერჩეულ ლექსებს ხალისით,  მხატვრულად კითხულობდნენ შვილებთან ერთად  დედებიც.
 პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს   შორის იყო გამოჩენილ საბავშვო მწერლების ლექსების და ზღაპრების მხატვრული კითხვა.  ბავშვებმა მშობლებთან ერთად წაიკითხეს  ზღაპრები, შექმნეს ილუსტრაციები და დიდი წიგნი, მუშაობა იყო საინტერესო. 
     სიყვარულითა და მზრუნველობით გაჯერებულ გარემოში მშობლებთან , მეგობრებთან,  მასწავლებელთან ერთად მუშაობა მოსწავლეებისთვის არა მარტო სწავლის მოტივაციის ამაღლების , არამედ დიდი შემოქმედებითი მუხტის მომცემიც აღმოჩნდა
           პროექტის  ფარგლებში გამოიკვეთა:        
     1) მშობლებთან აქტიური  თანამშრომლობა , მათი ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში  ხელს უწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებას , დადებითად აისახება მოსწავლეთა ყოფა-ქცევაზე, სწავლის მოტივაციაზე , უსაფრთხოსა და მიმზიდველს ხდის მოსწავლისათვის სასწავლო გარემოს.
2)მშობლების მონაწილეობისას მასწავლებლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში , მათ უჩნდებათ რწმენა , რომ მასწავლებელი და სკოლა  სანდო და მზრუნველი პარტნიორები არიან .
3) მშობელთა უმრავლესობა მზად არის ითანამშრომლოს  კლასის ხელმძღვანელთან,  თუ კი ინიციატივა არის მასწავლებლის მხრიდან, რაც იმას მიანიშნებს , რომ  მშობლის მოხალისეობრივ და სხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში ჩართვის სტიმულირება  სწორედ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს .
4) მშობლებისთვის პროირიტეტული აქტივობა ღია კარის დღეა.
5)მოსწავლეებს მოსწონთ, როცა  მშობლები აქტიურად არიან ჩართული მათ სასკოლო ცხოვრებაში და ერთად აღწევენ შედეგს.
6) მშობელთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა მასწავლებლისთვის , რადგან პედაგოგის მხრიდან ის კარგად განვითარებულ საკომუნიუკაციო  უნარებს, გააზრებულ, გონივრულ ქმედებებს, სწორად დაგეგმილ აქტივობებსა და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.
   
   პროექტის შდეგების საფუძველზე დაიგეგმა:
 1 მშობლებთან კომუნიკაციის მეთოდების შემუშავება , რომელიც მორგებული იქნება თითეულ მშობელზე.
2 მშობლებისთვის საერთო ინფორმაციისა და  მოსწავლიის პირადი წარმატების ამსახველი წერილების ( ელექტრონული) მიმოწერა.
3 კლასგარეშე ღონისძიებების გეგმის შემუშავება მშობელთა მონაწილეობით.
4 მშობელთათვის ღია კარის დღეების მოწყობა.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა მშობლების ჩართულობის  პოპულარიზაცია, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას  ბავშვებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ  ბლოგზე,, ..... მისამართზე :

https://www.blogger.com/blogger.g?rinli=1&pli=1&blogID=7542245531616168918#allposts
....
26.04.2019წ.




Comments

Popular posts from this blog