სოციალური პროექტის სახელწოდება : „მოძრაობა და უსაფრთხოება“ პროექტის მონაწილეები : დაწყებითი საფეხურის , მე-6 კლასის მოსწავლეებ ი , მათი მშობლები, სკოლის მოსწავლეები, მანდატური და პედაგოგი ნატალია ჟორჟოლიანი პრობლემის ანალიზი და აქტუალურობა უსაფრთხო მოძრაობა თითოეული ჩვენგანის ხელშეწყობით უნდა მოხდეს, თუმცა ხშირია როგორც ქვეითებისგან, ასევე მძღოლების მხრიდან მოძრაობის წესების უგულებელყოფა. საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მეტად მწვავედ დგას. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან საგზაო მოძრაობის შემთხვევების დიდი ნაწილი სიკვდილიანობითა და ტრამვების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ბოლო ხანებში კიდევ უფრო გახშირდა საავარიო სიტუაციები. ქვეითები ყოველთვის არ გადადიან მათთვის განკუთვნილ სპეციალურ გადასასვლელებზე, ხოლო მძღოლები კი არ ითვალისწინებენ ქვეითთა უფლებებს. ამას ემატება გადაჭარბებული სიჩქარე მძღოლების მრიდან და უყურადღებობა ორივე მხრიდან. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, შემოღებული იქნა ღვედები...
Posts
- Get link
- X
- Other Apps
პროექტი: ,, ჩვენი სკოლის გამწვანება“ ავტორი - ნატალია ჟორჟოლიანი მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები; კლასი - 9 პერიოდი -01.05-21.05.2019წ. თემის აქტუალობა - ჯანსაღი სასკოლო გარემო კარგად მოწყობილი საკლასო ოთახების გარდა სკოლის ეზოს მოწყობასა და გამწვანებასაც გულისხმობს . პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ გარემოს დაბინძურება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი სოფლის მოსახლეობას, არამედ მსოფლიოში გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული თუ რა მავნე ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს, გარემის დანაგვიანებით გამოწვეულმა პრობლემებმა ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე თუ დროულად არ დავიწყებთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებსა და მათ მშობლებში თავადაც შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს, რისთვისაც დროული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. თანამედროვე ადამიანისთვის პრიორიტეტი პირადი ინტერესებია, ამიტომაც ახალგაზრდებისათვის ხშირად ძალიან რთულია პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის თვისების აღმოჩენა. ისინი, ...